ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს შენობაში მსჯავრდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოსამართლის გადაწყვეტილება დაზარალებულის მხარემაც გააპროტესტა. ისინი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას მოიხთოვდნენ. პოლიციის მოკლული უფროსის ახლობლებმა ბათუმში რამდენჯერმე გადაკეტეს ქუჩა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს აჭარის პროკურატურა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
დანაშაული გასული წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ, ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან კონფლიქტი ტაკიძეს წლების განმავლობაში ჰქონდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.