სასამართლოს გადაწყვეტილება

02.03.2020 01:15

ბათუმის პორტში მშენებარე ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოძრაობა „ჩვენი ბათუმის“ სარჩელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება დაავალა. ამის შესახებ დღეს მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: