რუსეთის აგრესია - გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის


რუსეთსა და დასავლეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სამხედრო კონფლიქტამდე მივა - ასეთია ქართველი ექსპერტების პროგნოზი.

პოლიტოლოგების ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სამხედრო მოქმედებები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. ის ულტიმატუმი, რომელიც მოსკოვმა ნატოს და აშშ-ს წაუყენა, თბილისში შანტაჟად, დასავლეთის გამოცდად და ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობად ფასდება. წინა კვირას გამართულ შეხვედრებზე და ყველა ოფიციალურ განცხადებაში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოსკოვს მკაფიოდ უთხრეს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას რუსეთი ვერ დაბლოკავს და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც არ გადაიხედება. თუმცა, მოსკოვი საკუთარი მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად იურიდიულ გარანტიებს ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან