სუს-მა ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის, ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების, გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 ათასი დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით. შონიას პასუხისგებაში მიცემა მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. თავად ლევან შონიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“ - სუს-მა გამოძიება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა სამი პირი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა ბათუმსა და თბილისში დააკავა პირები, რომლებიც მანქანაშ...
Ajara TV
#არჩევნები2020 გამოკითხვა სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა რუსთაველი მამაკაცი დააკავა
info rustavi
სუს-მა თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკა...
Radio Atinati