აჭარის მთავრობის სხდომა

30.04.2019 01:08

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში, აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა. კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პარალელურად, რიჟვაძე საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. მას არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით გატარდება საკადრო ცვლილებები, მისი განცხადებით, ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება. რიჟვაძემ მთავრობის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ითანამშრომლონ უწყებებთან, რომელთა კომპეტენციაც კორუფციული ფაქტების გამოვლენაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: