აჭარის მთავრობის სხდომა
თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება. მისივე თქმით, იჯარის გადასახადისგან ხუთი თვით გათავისუფლდებიან ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები, ასევე, თვითმმართველობები განიხილავენ ტურისტულ სეზონზე მოიჯარეებისთვის პირდაპირი წესით საშეღავათო პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს. რიჟვაძის თქმითვე, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. მაღალმთიან აჭარაში დაზარალდა 900-ზე მეტი ფერმერი, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. რიჟვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოც პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას დაამტკიცებს. მან პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც შეაჯამა. მთავრობის სხდომაზე სამი საკითხი განიხილება, მათ შორისაა სამზადისი ეროვნული გამოცდებისთვის და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ბათუმში ოთხი საგამოცდო ცენტრი იქნება, რეგისტრირებულია 8 ათასამდე აბიტურიენტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
TV IMEDI
აჭარის მთავრობის სხდომა
Ajara TV
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster