საარჩევნო პლაკატების განთავსების წესი


თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ. დედაქალაქის მასშტაბით, ამისთვის 800-მდე ლოკაცია გამოიყო. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, საარჩევნო პლაკატების განთავსება დროებით შენობა-ნაგებობებსა და მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, კერძო პირთა საკუთრებაზეა ნებადართული. მისი თქმით, სააგიტაციო მასალების გაკვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, საკულტო ნაგებობებზე და ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე აკრძალულია. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია დაჯარიმდება.წვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან