თენგიზ გუნავა: "განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის"
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ჯიხაშკარსა და განმუხურში გაიმარჯვებენ. ამის შესახებ განმუხურის საარჩევნო უბანთან მყოფმა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა თენგიზ გუნავამ განაცხადა. „პირველი ტური როცა ჩატარდა, ჩვენ, ფაქტობრივად, სამივე უბანზე ვიგებდით. სწორედ ამის გამო მოხდა ჯიხაშკარში შევარდნა და ჩაშლა და აქ კიდევ რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კომისიის თავმჯდომარე და მდივანი გაიპარა ადგილიდან. ასე რომ, განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს აქ მყარი დასაყრდენი, რადგან გაუკეთებია საქმე“, - განაცხადა მან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და განმუხურის ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება. ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...