ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება საქართველოში


საქართველოში „ასტრაზენეკაზე“ მოთხოვნა შედარებით გაიზარდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრიტანულ-შვედური პრეპარატით აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით თბილისშია მაღალი. ნაკადების დროულად სამართავად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დედაქალაქის მასშტაბით „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში ახალი კლინიკების ჩართვა იგეგმება. რაც შეეხება „ფაიზერს“, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამ ვაქცინით აცრა ხვალ დილიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით, 14 აპრილის ჩათვლით რიგები სრულად დაჯავშნილია. ქვეყანაში შემოტანილია 14 000 ადამიანისთვის გათვალისწინებული დოზები, ამ მომენტისთვის 10 000 მოქალაქე უკვე დარეგისტრირებულია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან