ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს ელჩთან

04.03.2021 00:55

ეკატერინე ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხით „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს არსებული ეპიდვითარება. აშშ-ს ელჩმა შეაფასა საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: