გვარის ისტორია - ხუბულავა
ხუბულავა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე მეგრული გვარია. ეს გვარი გვხვდება სამი სხვადასხვა ფორმით _ ხუბულავა, ხუბლავა და ხუბილავა, რომლებიც ამ გვარსახელის ფონეტიკურ ვარიანტებს წარმოადგენენ. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში იყო 937 ხუბულავა, 51 ხუბილავა და 54 ხუბლავა. წერილობით წყაროებში ეს გვარი გვხვდება, როგორც ხუბულავა-ს ასევე ხუბილავა-ს სახით. ამგვარი ფონეტიკური ვარიანტების გაჩენას იწვევს ის გარემოება, რომ მეგრული საგვაროვნო ფორმები –ავა და –ია, -ია და –უა ზოგჯერ ერთსა და იმავე გვარშიც ენაცვლებიან ერთმანეთს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ძველ დოკუმენტებში. გვარსახელი ხუბულავა||ხუბლავა||ხუბულია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ანთროპონიმ ხუბურ-ის შემცველია. ცნობილია, რომ რ ბგერა მეგრულში ხშირად გადადის ლ-ში. ამიტომ ხუბური-დან ხუბული-ს მიღება სავსებით კანონზომიერია. ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გვარის ისტორია - ჟვანია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ჯიქია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ნორაკიძე
Radio Atinati
გვარის ისტორია - ქარდავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - კვაშილავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - ალანია
Radio Atinati
გვარის ისტორია - მიქაძე
Radio Atinati
გვარის ისტორია - მარხულია
Radio Atinati