ავსტრიაში ზრდასრულთა ვაქცინაცია სავალდებულო ხდება


ავსტრიაში ზრდასრული მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება. შესაბამის კანონს მხარი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. ზედა პალატა შესაბამისი რეგულაციის შემოღებას კენჭს 3 თებერვალს უყრის და სავარაუდოდ დაამტკიცებს, რადგან მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა ჰყავს. თუ ავსტრიაში აცრა სავალდებულო გახდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წესი ევროპის ქვეყანაში ამოქმედდება. სავალდებულო აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქეს 3 600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს. ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება მხოლოდ ორსულებისთვის, და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება ექიმის რეკომენდაციით აკრძალული აქვთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „კოვიდ-19“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან