აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალი თბილისში
კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელ რისკებზე იმსჯელეს თბილისში. საქართველომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა. პროგრამაში ჩართული ათი ქვეყანა ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის შემცირების პერსპექტივებს ერთად განიხილავდა. მონაწილეები კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის საერთო ხედვაზეც შეთანხმდნენ. საუბარია სითბური აირების და ნახშირბადის გამოყოფის შემცირების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის მასშტაბური პროექტები და შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო გადაზიდვების ალტერნატიული მარშრუტის მომავალი. საქართველომ, როგორც დერეფნის ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ, მინისტერიალის მონაწილეებს ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომლებიც სწორედ შუა დერეფნის განსავითარებლად და მისი უხარვეზოდ ფუნქციონირებისთვის იგეგმება. იგულისხმება გზების და მაგისტრალების გაყვანა, პორტების და სარკინიგზო გზების მოდერნიზაცია და ერთიანი სატარიფო პოლიტიკით გამშვები პუნქტების მოწყობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
🔴 დღის კომენტარი 15:30 საათზე (30.11.2023)
info news
თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლო...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster