„ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“
სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ დეკლარაციის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, რომ პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი. ასევე, პლატფორმის დამფუძნებლების ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისთვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ. ამასთან, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი და წამოწყება არ არის პარტიულ-პოლიტიკური კუთვნილება. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა
Geocase Official
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა
GSAC
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა - დეოკუპაცია
Geocase Official
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა_დემოკრატია და ადამია...
GSAC
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა - დეოკუპაცია
GSAC
ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა - ევროინტეგრაცია
GSAC
,,ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა"/“დილის არხი“/“რად...
რადიო იმედი