აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალი თბილისში


კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელ რისკებზე იმსჯელეს თბილისში.

საქართველომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა. პროგრამაში ჩართული ათი ქვეყანა ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის შემცირების პერსპექტივებს ერთად განიხილავდა. მონაწილეები კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის საერთო ხედვაზეც შეთანხმდნენ. საუბარია სითბური აირების და ნახშირბადის გამოყოფის შემცირების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის მასშტაბური პროექტები და შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო გადაზიდვების ალტერნატიული მარშრუტის მომავალი. საქართველომ, როგორც დერეფნის ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ, მინისტერიალის მონაწილეებს ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომლებიც სწორედ შუა დერეფნის განსავითარებლად და მისი უხარვეზოდ ფუნქციონირებისთვის იგეგმება. იგულისხმება გზების და მაგისტრალების გაყვანა, პორტების და სარკინიგზო გზების მოდერნიზაცია და ერთიანი სატარიფო პოლიტიკით გამშვები პუნქტების მოწყობა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან