ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

04.04.2021 00:50

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 662 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 11,3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 129,9 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,83 მილიონს მიაღწია. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსის შემთხვევების 37% – 251 ათასზე მეტი, ევროპაზე მოდის. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა - 241 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, 101 ათასზე მეტი შემთხვევით. იცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი 30 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მეორე ადგილზეა ბრაზილია და ინდოეთი – 12 მილიონზე მეტი შემთხვევით და მეოთხეა საფრანგეთი – ოთხ მილიონზე მეტი ინფიცირებულით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: