ლონდონის საერთაშორისო მოდის შოუქეისის პროექტის პრეზენტაცია/ანგარიში
8 აპრილს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ლონდონის საერთაშორისო მოდის შოუქეისის პროექტის „ძველი ქართული კოსტუმის რეკონსტრუქცია" პრეზენტაცია/ანგარიში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო International Fashion Showcase 2014 (IFS)-ის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე საერთაშორისო მოდის კრიტიკოსთა შეფასებები. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და მოწვეული სტუმრები. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მოდის დიზაინის მიმართულებამ, ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო 12-23 თებერვალს 2014 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეისში- International Fashion Showcase 2014 (IFS). მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაკა ბახტაძემ და პროექტის ინიციატორთა ჯგუფმა წარადგინა თემა „ძველი ქართული კოსტუმის რეკონსტრუქცია". პროექტი გულისხმობს ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის,- ქართული სამოსის ტრანსფორმაციას/რეკონსტრუქციას თანამედროვე კონტექსტში და წარმოადგენს უნიკალურ შანსს ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისთვის, ღირსეულად წარდგნენ მსოფლიო მოდის სფეროში. კოსტიუმების, ასევე რეკონსტრუირებული ქართული სამკაულების ავტორები არიან ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები, მოდის დიზაინის მიმართულების სამაგისტრატურო და საბაკალავრო საფეხურების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ახალგაზრდა დიზაინერებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე კონკურსში, სადაც პრიზი გადაეცათ მოდის დარგში ინოვაციური დიზაინერული ნამუშევრისთვის და კურატორული მიდგომისთვის. ჯილდოს ერთ-ერთი ნომინანტი 2014 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეისის ქართველი მონაწილე, სოფო გონგლიაშვილიც იყო. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქალაქში გადაადგილება პოლიტიკური საკითხია
Litagora
თაკო ნაცვლიშვილი ქართულ პოდიუმზე და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძ...
Music Box
სოფიო ქაცარავა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ს...
Stu Net
ქართული ნატურალური პროდუქტი ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე
Temur Bjania
#ეკონომეტრი, 25 ნოემბერი, 2016
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
9. რუბრიკა: "საუკეთესო სვლა ჭადრაკის ისტორიაში"
GeoChess
შეხვედრა სიმონ ოსტროვსკისთან / Meeting Simon Ostrovsky
Frontline Georgia
„1971" (2014) ჩვენება/დისკუსია Screening "1971" (2014) / Dis...
Frontline Georgia