ოპოზიციის საპროტესტო აქცია

25.11.2024 05:44

გადაკეტილი გზა, კვერცხების სროლა და ხმაური რკინის ჯებირებთან - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველმა სხდომამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში უფლებამოსილების ცნობის პროცედურა მიმდინარეობდა, ოპოზიცია მხარდამჭერებთან და მესამე სექტორთან ერთად პარლამენტის წინ იდგა. თუმცა ადგილზე შეკრებილთა რაოდენობა არ აღმოჩნდა ისეთი მასშტაბის, როგორსაც მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებდნენ. ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტის პირველი შეკრებისთვის ხელის შეშლის მიზნით აქცია გუშინ ღამით დაიწყო. რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ ფეხით მსვლელობის დროს ვითარება არაერთხელ გამწვავდა. იყო სამართალდამცავებთან დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. ამ დროისთვის საპროტესტო გამოსვლა დასრულებულია. ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმა ამ ეტაპზე გაურკვეველია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: