ოპოზიციის საპროტესტო აქცია

20.11.2024 00:43

ოპოზიციამ და მისმა თანამოაზრეებმა ჭავჭავაძის გამზირზე მესამე ღამე გაათენეს. მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებსა და გამვლელებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოქალაქეების პრეტენზია გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა შეახსენა. საბოლოოდ ინციდენტები სამართალდამცავებმა აღკვეთეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub