7 სოფლის მოსახლეობას მალე გასარწყავიანების პრობლემა აღარ ექნება


გორის მერმა კარალეთში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ძევერა-შერთულის 2 760 მეტრიანი და ტირიფონის არხიდან არცევამდე 9 000 მეტრიანი სამელიორაციო სისტემის მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება. შედეგად 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავიანდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობას გასარწყავიანების პრობლემა აღარ შეაწუხებს.

ქვეშში, ქვემო არცევში, სათემოში, კარალეთში, ქიწნისში, პატარა და დიდ გარეჯვარში ადგილობრივ მოსახლეობას გაუმართავი სამელიორაციო სისტემა სამ ათეულ წელზე მეტი უქმნიდა პრობლემებს, რაც მოსავლის რაოდენობაზე და ხარისხზე აისახებოდა.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 2 850 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“ აწარმოებს.
#ინფრასტრუქტურა2018

ვიდეოები „გორის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან