მზადება შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქებისთვის

12.01.2021 05:43

წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების გადავადების პარალელურად, მთავრობა კერძო სექტორთან ბაზრობების გახსნის პირობებს ათანხმებს. პრემიერის დავალებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის, ეპიდემიოლოგოებისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით დღეს ბაზრობების წარმომადგენლებთან გაიმართა. მხარეები სავაჭრო ობიექტების უსაფრთხო გახსნის გზებზე მსჯელობენ. უკვე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად, მთავრობის ერთადერთი ახალი  მოთხოვნა, ობიექტებზე დასაქმებულების პერიოდული ტესტირებაა. თავად სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები კი დახურვით მიღებულ ზარალზე საუბრობენ, თუმცა მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების პირობას მაინც დებენ. კერძო სექტორს თანაშრომლების ტესტირება პირადი ხარჯებით მოუწევს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო