საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება / ერთკვირიანი ვადა ნიკა მელიას #LIVE
• საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ქართველი ტყვე, ცხინვალის არაღიარებული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო გამოხმაურება - ზაზა გახელაძეს პატიმრობის ვადა 12 წლითა და 6 თვით გაუხანგრძლივდა; უკანონო განაჩენის გამო ოფიციალური თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ქართველი ახალგაზრდის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას გეგმავს; • პროკურატურა ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ერთკვირიან ვადას აძლევს, რომელიც მას სასამართლომ სამაჯურის მოხსნის სანაცვლოდ დააკისრა, ვადის გასვლის შემდეგ კი მისი დაკავების მოთხოვნით სასამართლოს, ხოლო იმუნიტეტის გაუქმების მიზნით პარლამენტს მიმართავს - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თანხის გადახდას არ აპირებს და პარტიიის ოფისიდან მორიგი ბრძოლის დაწყებას აანონსებს; კანონთან წინააღმდეგობის მორიგი რაუნდი და დაუმორჩილებლობა პოლიტიკური დევნის სახელით; • სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიები და სამასპინძლო ბიზნესი მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან - სტაბილური ეპიდვითარების შესანარჩუნებლად რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება; მზადება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და წესები, რომლის დაცვაც ყველა მოქმედ ობიექტს მოუწევს; • Mobile TV, ანუ ტელევიზია თქვენს მობილურში - საქართველოს პირველი არხის ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს არხის ყველა გადაცემის გადმოწერის და მათი ინტერნეტის გარეშე ყურების საშუალებას აძლევს; ინოვაციური აპლიკაცია, რომლის შექმნას ერთი წელი დასჭირდა, პროგრამის ექსკლუზიური კონტენტი და მდიდარი კატალოგი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 21 საათზე, 28 ივნისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12 წელი და ექვსი თვე მიუსა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და პოლიტიკური შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster