ნატო - საქართველო

06.12.2021 05:41

ნატოს რიგის სამიტის შემდეგ საქართველო ბრიუსელიდან ახალ გზავნილებს იღებს. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ პარტნიორს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტის ფლობის ფონზე ახლა საჭიროა ფოკუსირება პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ნატო აკვირდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს - ასეთი იყო ონლაინ-კონფერენციაზე ხავიერ კალომინას ერთ-ერთი მთავარი განცხადება. აქცენტი მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებზე კეთდება. საჭიროა პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, - ეს კიდევ ერთი გზავნილია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: