ნატო-საქართველო
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის დეტალებზე თბილისში ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ასევე ალიანსმა გამოხატა შეშფოთება რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო და გამოთქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო დანაყოფების გაძლიერებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე შედგა. სხდომაზე საქართველოს 2018 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველო
TV IMEDI
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო - საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო - საქართველო
TV IMEDI
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster