ფინანსური კრიზისის დასასრული


ოფიციალური ათენი ბრიუსელიდან მილოცვებს იღებს. საბერძნეთში საერთაშორისო ფინანსური დახმარების სამწლიანი პროგრამა დასრულდა. ეს არის კრიზისის დასასრული როგორც საბერძნეთისთვის, ისე ევროზონისთვის - ასეთია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისრის შეფასება.

ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად ათენმა მოიპოვა უფლება, დამოუკიდებლად განკარგოს საკუთარი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა საერთაშორისო კრედიტორები გააკონტროლებენ, რომ საბერძნეთმა შეთანხმებული რეფორმების გზას არ გადაუხვიოს.

ევროჯგუფის ხელმძღვანელის მოლოდინი ოპტიმისტურია.

კრიზისის გახანგრძლივების მიუხედავად, ბრიუსელში საბერძნეთის ეკონომიკის ზრდის და უმუშევრობის შემცირების იმედი აქვთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან