როგორ გავმდიდრდეთ ეკონომიკური კრიზისის დროს.

12/23/2020
No Nonsense Vision-ის მიერ

როგორ შეგიძლია ეკონომიკური კრიზისის შენს სასიკეთოდ გამოყენება?

ალბათ ყველას გსმენიათ სიტყვები ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა იმალება ამ სიტყვების უკან.
მე თქვენ განახებთ თუ როგორ შეგიძლიათ ეკონომიკური კრიზისის თქვენივე სასიკეთოდ გამოყენება. განახებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამდიდრება.
ეს ვიდეო არ არის იმაზე თუ “ როგორ ვიშოვოთ ფული ონლაინ “ ან “ როგორ გავხდეთ მდიდარი სწრაფად “ .

დონაციის ლინკი: https://www.donationalerts.com/r/no_n...


1) 🎲თამაშის წესები🎲
ეკონომიკა ძალიან მარტივი გასაგებია, მაგრამ ხალხს რატომღაც გონია რომ ეს მეცნიერება გაუგებარია, მაგრამ სულაც არაა ასე. ეკონომიკის მთავარი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რაც ზომავს ქვეყნის შიგნით შექმნილ დოვლათს ერთი წლის განმავლობაში.
როდესაც ეს მაჩვენებელი მცირდება, ანუ წლიდან წლამდე უფრო ნაკლები დოვლათი იქმნება, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით.

2) 📉ეკონომიკური კრიზისი📉
ეკონომიკური კრიზისის დროს ხალხი კარგავს სამუშაოებს ბიზნესები კოტრდებიან ბევრი ღარიბდება ფასები ქონებაზე იკლებს რაც ნიშნავს რომ სიმდიდრე იკარგება. ეს ყველაზე ცუდი პერიოდია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, მაგრამ გეტყვით რომ თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ ამისთვის. შეგიძლიათ უფრო ჭკვიანურად მოიქცეთ და როცა ეს მოხდება ყველაზე მოგებული თქვენ დარჩებით.

3) 📝მომზადება📝
შეიძლება მუშაობთ, შეიძლება ჯერ არა ან საერთოდაც სტუდენტი ხართ. თქვენთვის არავის უსწავლებია ფულის მართვა, რაც ალბათ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა. ეკონომიკური ბუმის დროს ყველა გაუჩერებლად ხარჯავს ფულს, თავი ყველას მდიდარი ჰგონია. ამიტომაც როდესაც ეკონომიკური კრიზისი ხდება ეს ხალხი ხვდება რომ არაფერი გააჩნიათ და თუ სამსახურს დაკარგავენ მათი ცხოვრება დასრულდება. თქვენ რაც შეიძლება მეტი უნდა დაზოგოთ და სწორ ადგილას შეინახოთ. ამის გარდა, ბანკებთან უნდა გქონდეთ კარგი ურთიერთობა რომ როცა ფული იქნება საჭირო მარტივად გასესხონ.

4) 💰გამდიდრება💰
ეკონომიკური კრიზისის ადრეულ პერიოდში, როდესაც ხალხი პანიკდება, ყველაფრის ფასი იწევს. აქტივების ფასები იმაზე ნაკლებია ხოლმე ვიდრე რეალურად ღირს. ამ დროს მოდიხარ შენ, რომელიც ამისთვის ემზადებოდა და ყიდულობ იმას რაც გინდა და რისიც გჯერა. მაგალითად სახლს ან რომელიღაც კომპანიის წილებს. თან იხდი იმაზე ნაკლებს, რაც რეალურად ღირს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყიდვის წუთიდან შენ უკვე მოგებული ხარ.
ეკონომიკური ციკლები მუდმივად მეორდება, მაგრამ საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვის იზრდება, რაც შენს სასიკეთოდ მოქმედებს. მომავალში შენი ნაყიდი აქტივები უფრო ძვირად შეგიძლია გაყიდო და ჭკვიანურად გამოიყენო.

❗❗❗გაფრთხილება :❗❗❗
მე არ ვარ თქვენი ფინანსური დამრიგებელი. თუ გაინტერესებთ ეს თემა.
შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საკუთარი სურვილისებრ და გთხოვთ დასკვნები დაფიქრებულად გამოიტანოთ.

📈 ❗ გაზარდე შენი დროის ფასი ❗ 📈
📈 ❗ INCREASE THE PRICE OF YOUR TIME ❗ 📈

________________________________________________________________________________
COPYRIGHT DISCLAIMER❗:
All materials in these videos are used for educational purposes and fall within the guidelines of fair use. No copyright infringement intended. If you are or represent the copyright owner of materials used in this video and have a problem with the use of said material, please send me an email: ➡️
გაფრთხილება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით❗:
ამ ვიდეოში ყველა მასალა გამოყენებულია საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ჯდება სამართლიანი გამოყენების სახელმძღვანელო ჩარჩოებში. საავტორო უფლებების დარღვევა არ არის გამიზნული. თუ თქვენ რომელიმე ამ ვიდეოში გამოყენებული მასალის საავტორო უფლების მფლობელი ხართ და გაქვთ პრობლემა ამ უკანასკნელის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დამიკავშირდეთ ი მეილზე:➡️

________________________________________________________
:➡️contact/დამიკავშირდით➡️: [email protected]
________________________________________________________

0:00 - შესავალი
1:00 - თამაშის წესები
2:30 - ეკონომიკური კრიზისი
4:51 - მზადება გამდიდრებისთვის
8:13 - დასასრული

ვიდეოები „No Nonsense Vision"-ისგან