„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ადგილზე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი. ადგილობრივები, რომელიც მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ამ მშენებლობას ყველა კანონიერი გზით გააპროტესტებენ და ხელს შეუშლიან. მოსახლეობის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „ევროპულ სამშენებლო ჰოლდინგში“ კი აცხადებენ, რომ კომპანია მშენებლობას გააგრძელებს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ მშენებლობის გამო, სკვერი აღარ იქნება. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ერთ-ერთ ვალდებულებად სწორედ სკვერის კეთილმოწყობა აკისრიათ და მის გაფართოებას გეგმავენ. რაც შეეხება გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამავე ტერიტორიაზე, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო. საგამოძიებო უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების შედეგად და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ მოვაწყოთ სკვერი ერთ ღამეში
რადიო თავისუფლება
თამარ ჯაყელი - "ანას ბაღის" პროტესტის შესახებ
ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens
„ანას ბაღის“ მიმდებარედ მორიგი აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება „ანას ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ექვსი პი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია თბილისის მერიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster