ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სამართლებრივი დავაც გააგრძელონ. შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით, სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება. მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს. ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან ბოლომდე კეთილმოწყობას დათანხმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების შედეგად და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ მოვაწყოთ სკვერი ერთ ღამეში
რადიო თავისუფლება
ვითარება „ანას ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში მოქალაქის მანქანა დაიწვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4
აქცია „ანას ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში მოსახლეობამ „ანას ბაღის“ გადასარჩენად ბრძოლა აქ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დაპირისპირება მშენებლობის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster