ევროპის დღეები-2023 გრძელდება


ევროპის დღეები გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკვე მეორე დღეა ორბელიანების მოედანი მოქალაქეების შეკრების ადგილია. დღევანდელი ღონისძიებების მასპინძელი შვედეთია, შესაბამისად, ადგილზე მისულებს შესაძლებლობა აქვს შვედურ კულტურას და ტრადიციებს ეზიაროს. გაიმართება შვედი შეფის, გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი, მასთან ერთად, ორბელიანზე მისულ სტუმრებს „მასტერშეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს. შვედური დღის ფარგლებში, მოწყობილია შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვაც. საღამოს კი შვედური ჯგუფი „რილტონ ვანერისა“ და სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან