შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა

დღეს, სასტუმრო „რედისონში“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

აქტივობები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი ბაზის განახლებას.

ვრცლად: http://gov.ge/s/39202

Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან