დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაცია ხორციელდება

22.03.2018 02:39

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას ახორციელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან - თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი მოსაშვილთან ერთად, წალკაში, დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დაათვალიერა. რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სრულად კონტროლდება სამეთვალყურეო კამერების საშუალებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე, დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დროებითი მოთავსების იზოლატორების მედპერსონალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადამზადდება
01:50

დროებითი მოთავსების იზოლატორების მედპერსონალი ევროპული სტანდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი
00:50

დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა  გადამზადება შსს-ს აკადემიაში
01:44

დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადება...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა
04:04

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი
02:39

შსს-ს აკადემიის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქობულეთის განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი
01:47

ქობულეთის განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
01:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო