ქუთაისის აეროპორტი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისის გადადების მიზეზს განმარტავს

05.07.2017 01:01

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის ავიარეისის გადადების მიზეზს განმარტავენ. „ავიაკომპანია „ვიზეაირის“ რეისი (W66409) მემინგენი-ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი-ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით. სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით“, - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. მგზავრები რეისის ჩაშლას აპროტესტებდნენ. დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია „ვიზეარს“ რეისი ბერლინის მიმართულებით დილის 00:06 სთ-ზე უნდა შეესრულებინა, თუმცა ფრენა არ შედგა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა
02:29

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი კალანდაძის დაკავება - პროკურატურის განცხადება
02:19

გიორგი კალანდაძის დაკავება - პროკურატურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისის  აეროპორტი მგზავრებს განახლებული შენობითა და გაზრდილი ტერმინალით მიიღებს

ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს განახლებული შენობითა და გაზრდი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისის აეროპორტი
04:38

ქუთაისის აეროპორტი

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

რომი-ქუთაისის თვითმფრინავი გრიგალის დროს დაეშვა და კატასტროფას გადაურჩა (ექსკლუზიური კადრები)
04:54

რომი-ქუთაისის თვითმფრინავი გრიგალის დროს დაეშვა და კატასტროფ...

Stars TV

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე ვიზიტორი მიიღო | იღბლიანი ტურისტი
09:08

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე ვიზიტორი მიიღო |...

TV IMEDI

მემილიონე მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

მემილიონე მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

TV IMEDI

საქართველოში შიდა ფრენებზე მოთხოვნა იზრდება
05:42

საქართველოში შიდა ფრენებზე მოთხოვნა იზრდება

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ყველა ვიდეო