„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

04.03.2023 02:29

ბერლინის საერთაშორისო აეროპორტი და პოპულარული ადგილები საქართველოს ბანერებით გაფორმდა. საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. ბანერები დამონტაჟდება გერმანიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. გამოფენის ფარგლებში საექსპოზიციო ტერიტორია, შენობები, პავილიონები და კუთხეები საქართველოსა და ქვეყნის ტურისტული მიმართულების ამსახველი ნიშნებით, ფოტოებითა და ლოგოებით გაფორმდება. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, საქართველოს შესახებ ვიდეორგოლებიც იხილონ. „უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით საქართველო ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. ექსპოზიციის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. მოგვიანებით კი მოეწყობა სპეციალური ღონისძიება სახელწოდებით, „უსაზღვრო ქართული კულტურა. საერთაშორისო გამოფენა საქართველოს სტენდთან გაიხსნება და ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერი ღარიბაშვილი. 7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ეთმობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა
02:17

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა
01:56

„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა
01:42

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტურისტული გამოფენა ბერლინში
09:31

ტურისტული გამოფენა ბერლინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ITB Berlin-2023-ის მასპინძელი ქვეყანა
09:16

საქართველო ITB Berlin-2023-ის მასპინძელი ქვეყანა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთი დღე ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნამდე
04:30

ერთი დღე ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნამდე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა - გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა
07:18

საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა - გამოფენა ოფიცი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით
06:27

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ITB Berlin-ზე მასპ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო