საქართველო ITB Berlin-2023-ის მასპინძელი ქვეყანა

07.03.2023 09:16

მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-2023 დამთვალიერებლებისთვის ღიაა. ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ასეთია მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მასშტაბური ღონისძიების 200 ათასამდე სტუმარს საკუთარ უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. სამდღიანი ტურისტული გამოფენა სწორედ მასპინძელი ქვეყნის - საქართველოს სტენდით გაიხსნა. ბერლინის ყველა ცენტრალურ და ტურისტულ ადგილზე, საქართველოს სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, რომლებიც დამთვალიერებელს უსაზღვრო თავგადასავლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ეპატიჟებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub