ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ეზოში, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებმა სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. გარდა ამისა, მოწყობილი იყო ატრაქციონები, რომლებიც ბავშვებისთვის უფასო იყო.
ღონისძიებას ჩხოროწყუს ბავშვთა სახლის პატარებიც დაესწრნენ. მათი ზუგდიდში ჩამოყვანა და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „თანადგომა სრულფასოვნებისთვის“ უზრუნველყო. დღის ბოლოს ჩხოროწყუელ ბაშვებს რესტორანმა „სამეფომ“ უმასპინძლა.
ღონისძიება გამგეობის ორგანიზებითა და კულტურის სახლის მხარდაჭერით ჩატარდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/