მანიფესტი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“


როგორ განვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“, დარჩება თუ არა ნიკა მელიას გუნდი პარტიის მიღმა - ეს კითხვა უფრო მეტად აქტუალური „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გახდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინიციატივაზე - „ერთობის მანიფესტზე“ ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებულ მელიასა და მის თანამოაზრეებს ხელი არ მოუწერიათ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილ 11-პუნქტიან მანიფესტზე ხელის არმოწერა კი, პარტიის მოქმედი მენეჯმენტის განცხადებით, „ენმ“- ის დატოვებას გულისხმობს. ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე საუბრისგან ღონისძიებაზე შეკრებილებმა თავი შეიკავეს. ამ ეტაპზე ბუნდოვანია მელიას გუნდის პოზიციაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან