განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“


ერთობის მანიფესტმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. როგორც ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები აღნიშნავენ, მათ მოქმედ მენეჯმენტთან ღირებულებითი განსხვავებები აქვთ.

შეძლებენ თუ არა დაზავებას და წინასაარჩევნოდ გაერთიანებას პარტიის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელობა, ჯერ ისევ გაურკვეველია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ ეს მოვლენები საბოლოოდ პარტიის დაშლაზე მიუთითებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან