გვარის ისტორია - თოდუა

31.05.2017 05:18

გვარსახელი თოდუა ამ საგვარეულოს წინაპრის პირსახელს შეიცავს. აქ უნდა გვქონდეს ან ძველ სამეგრლოსა და აფხაზეთში გავრცელებული პირსახელის თოდორუხუ-ს მეგრულისათვის დამახასიათებელი ბოლო მარცვლებ მოკვეცილი სახე თოდო, ან ანთროპონიმ თორნიკე-ს მოფერებით ფორმა თოთო, რომელიც სამეგრელოში დღესაც იხმარება. ეს უკანასკნელი გვხვდება ჯერ კიდევ ტბეთის სულთა მატიანეში, სადაც XII-XIII საუკუნის ჩანაწერში იხსენიება უთნევარ თოთოსძე ხოლო ფონეტიკური პროცესი თოთი - თოდო ჩვეულებრივი რამაა მეგრულში. ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: