შსს ადასტურებს, რომ საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს. უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კანონის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ. გამოცემა „ეურასია დეილის“ ინფორმაციით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ინტერნეტგამოცემა „ობოზრივატელი“ წერს, რომ კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქ...
netgazeti ge
შსს-ში ადასტურებენ, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული...
PalitraNews
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა დედოფლისწყაროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს არ ადასტურებს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ბე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 6 | შსს-ს აუდიოჩანაწერი | 26.09.12
GeoArchive
მეფე-დედოფალს შორის, სამ ავტომობილზე სასამართლო დავა, 17 აპრ...
Maestro Television