ნინო ქობალია და მარი ვეკუა
,,ასე ვთქვათ, ცოტათი ხელიც ჩავიქნიე ონლაინ გაკვეთილებზე ალბათ, თუმცა როდესაც პირველ გაკვეთილს დავესწარი, შემდეგ მეორეს, მივხვდი, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენთვის ისეთი გარემო შეექმნათ და ისეთი სიტუაცია, რომ თავი გვეგრძნო ისე, როგორც საკლასო ოთხებში და ჩემთვის სულაც არ იყო პრობლემა ,,თიმსში’’ ჯდომა , რადგან ვიღებდი ისეთ განათლებას, როგორსაც სკოლაში და შეიძლება უფრო მეტსაც კი’’, - ამბობს მარიამი. ამბობს, რომ თავისუფალი დრო ახალი უნარების ასათვისებლად გამოიყენა და სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო. ,,ახლა 2020 წელს რომ ვიხსენებ, ცოტა ტკბილად მახსენდება, მიუხედავად ამდენი სირთულისა. ჩემს თავს არ მივეცი იმის უფლება რომ თავისუფალი დრო უქმად გამეტარებინა. ძალიან ბევრ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტში ჩავერთე. დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდი ყოველთვის. დავესწარი უამრავ ტრენინგს და ეს 2020 წელი და ეს თვითიზოლაცია დამეხმარა საკუთრი თავის რეალიზაციაში და განვითარებაში. საკუთარ თავში აღმოვაჩინე ისეთ უნარები, რაც აქამდე არ მეგონა, რომ მქონდა. არც ვიცოდი ამდენი რამის გაკეთება თუ შემეძლო. ახლა უკვე შემიძლია 2020 წელს მიღებული გამოცდილება მომდევნო წლებში განვავითარო და განვავრცო. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ გარემოსთნ კონტაქტი და ადამიანებთან შეხვედრა მომენატრა ყველაზე მეტად ’’, - გვეუბნება მარიამი. ნინო ქობალია ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში სწავლობს. ამბობს, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე ონლაინ სწავლებით უკმაყოფილო იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი სკოლაში სიარული და სწავლა უფრო დააფასა. იძულებით სახლში ჩაკეტილმა ყოველდღიურობა წიგნებით გაიმრავალფეროვნა. ნინოს ყველაზე მეტად ქუჩაში თავისუფლად სიარული და მეგობრებთან გართობა მოენატრა. ,,როდესაც მიჩვეული ხარ აქტიურ ცხოვრებას და უეცრად გიწევს სახლში ჯდომა , ეს ძალიან რთულია შესაგუებლად და თავდაპირველად გამიჭირდა კიდეც. გენატრება თითქმის ყველაფერი, გარეთ გასვლა, ადმიანებთან კომუნიკაცია, კონტაქტი მეგობრებთან, მათთან შეხვედრა და ლაპარაკი. შესაგუებელი იყო ეს ყველაფერი, რაც უეცრად დაგვატყდა თავს. ონლაინ გაკვეთილები სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე მომწონდა, რადგან მერჩივნა საკლასო ოთხებში გაგრძელებულიყო სწავლა, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებმა მასწავლა ტექნოლოგიებთან ბევრად უკეთესად მუშაობა, ვიდრე ვიცოდი’’, - გვითხრა ნინომ. ბავშვებმა და მოზარდებმა უკვე მეორე სასწავლო წელი დასრულეს პანდემიის პირობებში. ყველა, ვისაც რადიო „ათინათი“ ესაუბრა, აღნიშნავს, რომ კოვიდმა მათი რეალობა რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ჩაკეტილობასა და დისტანციურ სწავლებამ თავისი დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა, ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან იმაზეც, რომ მთავარი, რაც ამ პერიოდმა მათ წაართვა, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
#მარტივილოგიკა ნინო და დიმიტრი / მანანა და ხატია / ნინო და გ...
დავით ქობალია -გიორგი აღნიაშვილი და ნინო სალუქვაძე --- მგზავ...
niko bagashvili
და ისტორია არის ცინიზმი, რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს......
Zstudio Tbilisi
#ყველაკითხვა ახალი დეტალები 26 მაისის აქციის დარბევის საქმეშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიზნესად ქცეული ორიგინალური იდეები
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
№ 2 შეიმეცნე შენი სამშობლო - საერთაშორისო სამეცნიერო კონფ...
Discover your homeland - შეიმეცნე შენი სამშობლო
ფილმის ჩვენება საქართველოს ბიზნეს აკადემიაში | SEPIA.GE
SEPIA Georgia
შშმ ადამიანებზე ოჯახის წევრები საუბრობენ/“ჩვენ აქ ვართ“/რადი...
რადიო იმედი