#მოამბე 21 საათზე, პირველი ივნისი, 2021 #LIVE

01.06.2021 01:13:30

• პრემიერის ვიზიტი თურქეთში - დაგეგმილი შეხვედრები, განხილული საკითხები და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიულ პარტნიორთან • საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით და გერმანიის ელჩის ინტერვიუ „მოამბეს“ – 19 აპრილის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს დასავლეთი კრიტიკით პასუხობს; ევროპარლამენტში პარტიას არაკონსტრუქციულობაზე მიუთითებენ • საფრანგეთისა და გერმანიის მოწოდებას, „ჯაშუშურ სკანდალთან“ დაკავშირებით განცხადებები გააკეთონ, ვაშინგტონი და კოპენჰაგენი დუმილით პასუხობენ - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ახორციელებდნენ თუ არა აშშ-ისა და დანიის სპეცსამსახურები ევროპელ მაღალჩინოსანთა ფარულ მიყურადებას • თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და გამოწვევები - საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ პრიორიტეტად რჩება; კახა კალაძე „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს უპასუხებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: