პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ოპერატიული მასალა

08/25/2021

© - https://reginfo.ge/ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა. სუს-ის მტკიცებით, დგინდება რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან