ჩემი განადგურებით უნდათ, გაანადგურონ თემირლანის სამართალი - ინტერვიუ კარავში მალხაზ მაჩალიკაშვილთან
(ახალი ამბები 09.05.2019) დააკავებენ თუ არა ტერორისტული თავდასხმის განზრახვაში მხილებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ელოდება. სუსი მოწმის სტატუსით მის დაკითხვას დღეს გეგმავდა, თუმცა მაჩალიკაშვილის უარის შმდეგ მხარეები შეთანხმდნენ რომ ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ მივა. სუსი ხვალ მაჩალიკაშვილს იმ აუდიონაჩაწერზე დაკითხავს, რომლის საფუძველზეც გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილი სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების ტერაქტით განადგურებას გეგმავდა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც ჩანაწერში საზოგადოებამ მოისმინა შესაძლოა მართლაც თქვა, თუმცა ეს მხოლოდ მისი ემოციური ფიქრები იყო. „ვიცი, ყველა ჩემი ნაბიჯი არის სუსის მეთვალყურეობის ქვეშ. ვიცი, ყველა ჩემი სიტყვა, ყველა საუბარი ისმინება. როცა მამწარებენ და როცა კლუთხეში მიმამწყვდევენ, მე ეს ფიქრები მომდის. რაც ამათ ეხლა გამოაქვეყნეს მე ბევრად ამაზე უარესი მილაპარაკია, ვიცი რომ მისმენენ. ეს არის ჩემი ფიქრები, წამიერი ფიქრები, გამწარებული ადამიანის ფიქრები. რით უნდა ვუპასუხო, როცა სუსი ჩეიმი ღამის სიზმარსაც კი უსმენს. ყველა ჩემ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ. როდის მქონდა ის საუბარი, არც ის მახსოვს“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მალხაზ მაჩალიკაშვილი იხსენებს, როგორ ხელმძღვანელობდა სოსო გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, გოგაშვილისადმი აგრესიის მიუხედავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ტერორიზმის განზრახვა არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებას არ გამორიცხავს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, რადგან შეუძლებელია მისი დანაშაულის მტკიცებულებები არსებობდეს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ხელისუფლება სუსის მიერ გავრცელებული ჩანაწერით მისი შვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას ცდილობს და პროვოკაციებზე მიდის. მაჩალიკაშვილი ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს. მახაზ მაჩალიკაშვილის ვერსიით, სოსო გოგაშვილმა ალაპარაკება გადაწყვიტა და ამ ჩანაწერით ის გააჩუმეს, მას ახლა აჩვენებენ, როგორ იცავენ. „სოსო გოგაშვილიც ალაპარაკდება და სხვებიც ალაპარაკდებიან“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილმა ოპერაცია კი არა, ტერორისტული აქტი ჩაიდინა მაჩალიკაშვილების ოჯახში. "სახელმწიფომ აღიარიოს შეცდომა, თუ მე დამნასავე ვარ, დამაკავოს" - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
(Georgian 3 of 4) ჩინეთი და სხვა ერები წინასწარმეტყველება: მ...
Our Fathers Home
დღევანდელი სიამაყითა და მესიანისტური იდეებით შეპყრობილობის ც...
Teopile Malakia
"ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, პირიქით მოძალადეს აუგ...
ბათუმელები / Batumelebi
აი რატომ უნდა დაიდოთ ბალიშის ქვეშ ნიორი ძილის დროს. ეს მეთოდ...
ხალხური მედიცინა
„ზვარეს “მინერალური წყალი რკინიგზის მშენებლობას ეწირება
Chemi Kharagauli
ნერვული სისტემის განადგურების ნატიფი ხელოვნება | თავი მეოთხე
ნერვული სისტემის განადგურების ნატიფი ხელოვნება | თავი პირველ...