სარვამარტო ღონისძიება თელავში


დღეს ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის მუსიკალურ სასწავლებელში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას თელავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები იღებდნენ. კონცერტზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიებას, რომელიც თელავის გამგეობის, კულტურის და განათლების სამსახურის ინიციატივით ჩატარდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი - გივი მეტრეველი, კულტურის სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/MUGO3O

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან