საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტები


საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევების 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში. კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა 86 მოქალაქე. საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კი 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, კიდევ ოთხი პირი დააჯარიმეს. შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო

იურიდიული პირის – 15 000 ლარით. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან