პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა

30.03.2020 01:31

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა
01:19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238  ფაქტი გამოავლინა
01:32

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინა
02:12

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა
00:57

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი...

TV IMEDI

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა
02:25

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა
02:02

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა
00:53

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი...

telekompania gurjaani

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინა
03:31

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო