ვითარება შიდა ქართლში

08.04.2020 00:56

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდან ოთხი პირის ნიმუში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, უარყოფითია. პირებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სპორტსმენის ძმასთან, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. ამ დროისთვის, შიდა ქართლში, თვითიზოლაციაში 146 პირი რჩება. გრძელდება გორში საკონტროლო პუნქტებზე კონტროლი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 6000-დე პირმა გაიარა თერმოსკრინინგი. საკარანტინო წესის დარღვევისთვის კი ექვსი  პირი დაჯარიმდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani