ვითარება შიდა ქართლში

14.09.2020 01:26

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ხუთი ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების კვლევა. სოფლის მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. ეპიდ-აფეთქების კერაში მყოფი დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. სულ დღეს შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 369 ნიმუში იგზავნება. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში დამატებით 46 პირია გადაყვანილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: