სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

02.01.2019 03:35

უზნაძის ქუჩის 2 ნომერში, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლისა და მხატვარ სოსო წერეთლის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.
ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, აკადემიკოს კოტე წერეთლის უნიკალური ბიბლიოთეკის გამოყენებით, აქ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კერა ჩნდება. „თვითმფრინავის ტრაგედიის“ ერთ-ერთი მონაწილის, სოსო წერეთლის ნახატების და საარქივო მასალების გამოფენა კი, დამთვალიერებელს გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიის ახლებურად გააზრების საშუალებას მისცემს.
ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს თათია კუჭუხიძე სტუმრობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania