პრეზიდენტის განცხადება- პოლიტიკური შეფასებები
„სალომე ზურაბიშვილი უმძიმეს განცხადებას აკეთებს ჩინეთის პრეზიდენტთან მიმართებით, რაც სამარცხვინოა და პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი ინტერესია, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზურაბიშვილს თვეები აქვს დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, ამიტომ ცდილობს დავალებების შესასრულებლად მაქსიმალურად გამოიყენოს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში, კითხვაზე - „იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან“, პასუხად განაცხადა - „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
TV IMEDI
პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს / ექვსი არასრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster